ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პურის ფქვილი შემოდის

აპრილი 24, 2009 - Leave a Response

fqviliგენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს „საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაც“. როგორც რადიო „კომერსანტს“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ არკადი მექერიშვილმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული პურის ფქვილი შემოდის.

მისი ინფორმაციით, იმპორტირებული ფქვილის დიდი ნაწილი ხარისხის შესანარჩუნებლად გენომიფიცირებული მინარევებითაა გაჯერებული, ბაზარზე დაბალი ფასით არის წარმოდგენილი, მომხმარებელიც ბევრი ყავს და ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა ფქვილს დიდ კონკურენციას უწევს. ,,ქართულ ბაზარს დღეში 1200 ტონა ფქვილი სჭირდება, საქართველოში კი 3-ჯერ მეტი იწარმოება, ამიტომ ბაზრის ქართული ფქვილით მომარაგება შეუფერხებლადაა შესაძლებელი, თუმცა იმპორტირებული ფქვილის ადგილობრივით ჩანაცვლება გრძელვადიანი პროცესია. ამ ეტაპზე კი სწრაფი რეაგირება გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანას უნდა მოყვეს რაც ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას გულისხმობს’’-აცხადებს მექერიშვილი.

რადიო “კომერსანტი“, FM 95,5

http://www.comersant.ge/index.php?pg=nt&id=6933&ct=7

პარლამენტი მზადაა, საქართველო გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადოს

აპრილი 5, 2009 - Leave a Response

kartზურაბ ტყემალაძე: “პარადოქსია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მავნე პროდუქციაზე იაფი ღირს“

პარლამენტარ გიორგი გოგუაძის ინიციატივას საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებისა და ამგვარი პროდუქციის სავალდებულო მარკირების შესახებ , როგორც ჩანს, კონკურენტები არ ეყოლება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ.

ინიციატივას მხარდამჭერები ბიზნესმენთა წრეებშიც ჰყავს.

პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გოგუაძის ინიციატივას სრულად უჭერს მხარს.

იგი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე, დასავლეთის პრაქტიკისგან განსხვავებით, გენმოდიფიცირებული და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივ პროდუქციაზე ძვირი ღირს. ტყემალაძე ამ პარადოქსის მიზეზს “გარკვეული ჩინოვნიკების“ მიერ იმპორტული პროდუქციის ლობირებაში ხედავს. იხილეთ დაწვრილებით »

გოგუაძე საქართველოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას ითხოვს

მარტი 30, 2009 - Leave a Response

goguadzeპარლამენტარი გიორგი გოგუაძე საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

“მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა ‘’ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს,“ ქვეყანას არ გააჩნია ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მექანიზმი, ანუ საამისოდ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ამის გამო დღემდე ქვეყანაში ისეთივე წარმატების შემოდის და რეალიზდება გენმოდიფიცირებული პროდუქცია თუ სათესლე მასალა, როგორც ნატურალური. იხილეთ დაწვრილებით »

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას უმოქმედებაში ადანაშაულებენ. გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი?

მარტი 20, 2009 - One Response

gazi

გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი და რას უკავშირდება ,,ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შექმნილი პრობლემები? გაზგამანაწილებელ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით მსჯელობა არ წყდება და მომხდარს ხელისუფლების შემდეგ უკვე ექსპერტულ წრეებშიც აფასებენ. ის, რაც “ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით ხდება, ექსპერთა შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის უსუსური მუშაობის შედეგია. დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც საქართველოს პირობებში ძალიან მაღალი სახელფასო განაკვეთი აქვს, ვერ არეგულირებდა და ვერც ამჟამად არეგულირებს ბაზარზე ვითარებას. “მარეგულირებელი ვერანაირად ვერ ებრძვის რომელიმე კომპანიის მონოპოლიურ მდგომარეობას. იხილეთ დაწვრილებით »

“რომპეტროლმა“ აქცია “ერთი უდრის ერთს“ გამართა

მარტი 18, 2009 - Leave a Response

rompetroli

“რომპეტროლ–საქართველომ“ საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით პიარ აქცია “ერთი უდრის ერთს” გამართა. აქციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებში მომხმარებელს არ ატყუებენ და ის გარანტირებულად იღებს ზუსტი რაოდენობის ბენზინს.

“ჩვენი მიზანია, მომხმარებლის ინტერესების დაცვა, გვსურს რომ ის მუდმივად კმაყოფილი იყოს ჩვენი მომსახურებით”–აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი დან ვოიკუ. დღეისათვის ტრანსნაციონალურ კომპანია „რომპეტროლ–საქართველოს“ ქვეყნის მასშტაბით 35 ბენზინგასამართი სადგური აქვს. საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით კომპანიამ ისრაელში მოძრავი ლაბორატორია შეიძინა, რომელიც საწვავის ხარისხს მისი მიწოდების ყველა ეტაპზე, მათ შორის შენახვის, ტრანსპორტირებისა და ბენზინგასამართ სადგურებზე მიწოდების პროცესში მუდმივად აკონტროლებს.

რადიო “კომერსანტი“, FM 95,5

http://www.comersant.ge/index.php?pg=nt&id=5950&ct=5

15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღეა

მარტი 15, 2009 - Leave a Response

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის კონგრესში გამოსვლის წლისთავზე აღინიშნება. 1961 წელს სიტყვით გამოსვლისას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის ოთხი ძირითადი უფლება: უსაფრთხოების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, არჩევანის უფლება და უფლება, გაეგონათ მისი ხმა.

მოგვიანებით ამ უფლებებს კიდევ ოთხი მიემატა: ზარალის ანაზღაურების უფლება, სამომხმარებლო განათლების მიღების უფლება, საბაზო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უფლება და ჯანსაღი გარემოს უფლება. 1983 წელს 15 მარტი საზეიმო თარიღების საერთაშორისო კალენდარში ჩაიწერა, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღე.

14/03/2008 12:55
თბილისი, 14 მარტი /ახალი ამბები – საქართველო, მელსიდა აკოფიანი/.

http://www.newsgeorgia.ge/society/20080314/42182743.html

დღეიდან საწვავის კონტროლი მკაცრდება

მარტი 7, 2009 - Leave a Response

sacvavi

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი, დღეიდან საწვავის ფასებსა და ხარისხზე მონიტორინგს გაამკაცრებს. როგორც რადიო ,,კომერსანტს“ კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განუცხდა, ბენზინგასამართი სადგურების გარკვეულ ნაწილს საწვავის რაოდენობასთან დაკავშირებით, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და უხარისხო საწვავსაც ჰყიდის.

,,მსგავი ფაქტები ძირითადათ ქალაქგარეთ მდებარე ნაკლებად ცნობილ ან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე ხდება, რომლებიც საწვავს არალეგარული გზებით, ადგილზე უხარისხოდ აწარმოებენ“–აღნიშნა მთვრალაშვილმა.

რადიო “კომერსანტი“, FM 95,5

http://www.comersant.ge/index.php?pg=nt&id=5574&ct=5

მომხმარებელთა პერმანენტული უკმაყოფილება “09”–ის მიმართ

თებერვალი 12, 2009 - Leave a Response

mylogo ბოლო 2 წლის განმავლობაში პერმანენტულად გამოიხატება მომხმარებელთა მასიური უკმაყოფილება “საინფორმაციო სამსახური 09” მომსახურეობის მიმართ. მომხმარებლები ან არ აღიარებენ მათზე დარიცხულ გადასახადს, ანდა პრეტენზიას გამოთქვამენ მიღებული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვესმის, რომ შესაძლებელია არსებობდეს ტექნიკური წუნის გარკვეული რაოდენობა, ასევე კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციაც შეიძლება მოძველდეს და შეცდომა გაიპაროს, მაგრამ კომპანიის გაუმართავი მუშაობით მომხმარებელი არ უნდა ზარალდებოდეს. იხილეთ დაწვრილებით »

“თელასი” “სახალხო ბანკთან” ურთიერთობას წყვეტს

თებერვალი 10, 2009 - Leave a Response

telasi“თელასის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კომპანია სს “სახალხო ბანკთან” ურთიერთობას წყვეტს და საკუთარ ანგარიშებს ხურავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს”  “თელასიდან” აცნობეს, ელექტროენერგიის დავალიანების მქონე კომპანიის მომხმარებლები ბოლო ხანს გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას გადასახადის გადახდის მიუხედავად ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო.  აღნიშნული შემთხვევები გამოწვეული იყო მომხმარებელების მიერ გადახდილი თანხების კომპანიის ანგარიშებზე დაგვიანებით ასახვით, – აცხადებენ  “თელასში”. იხილეთ დაწვრილებით »

საქართველოში სომხური წარმოების უხარისხო ყავა იყიდება

თებერვალი 7, 2009 - Leave a Response

yava

სომხურ ყავასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური გრძელდება. საქართველოში სომხური წარმოების ჯანმრთელობისთვის მავნე ყავა იყიდება. ამის შესახებ მორიგი განცხადება საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ 12 დასახელების ყავა ლაბორატორიოულად გამოიკვლია. როგორც გაირკვა, “ბრაზილიერო“, “რიო არმენია“, “რიო გრანდე“, “სტიმულვეი“ და “როიალ ბრაზილიერო“ ყველა დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს.

“ბურნუკი“ და “რეალი“ ფალსიფიცირებულია, თუმცა, ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ არის: მათ შემადგენლობაში სინესტე და კოფეინის შემცველობა დაბალია. რაც შეეხება სომხური წარმოების ორ უსახელო ყავას, რომლებიც მინის ტარაშია განთავსებული და სომხურ ენაზე შესრულებულ ეტიკეტზე მწარმოებელი კომპანია მითითებული არ არის, ისინი ჯამრთელობისთვის მავნე აღმოჩნდა – ასეთია ორგანიზაციის დასკვნა.

რადიო “კომერსანტი“, FM 95,5

http://www.comersant.ge/index.php?pg=nt&id=4828&ct=2

საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებით იკვებება!

დეკემბერი 14, 2008 - Leave a Response

24-hours

საქართველო და ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა არსებობს ბარიერები, რომელიც ამ მიმართულებით წარმოიშვება. ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც ექსპერტები აცხადებენ, “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის რიგი მუხლების შეჩერებაა.

სურსათის უვნებლობის საკითხთან დაკავშირებით, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე “შერატონ მეტეხი პალასში” სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. პროექტი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა” ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავს დაინტერესებულ მხარეთა ჩართვას ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) განხორციელებაში. 2006 წლის ნოემბერში მიღებული სამოქმედო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს ავალდებულებს, ერთობლივად განიხილონ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისათვის საჭირო ვარიანტები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. იხილეთ დაწვრილებით »

დეპუტატი არჩილ გეგენავა რძის მომხმარებლების უფლებათა დაცვის ინიციატივით გამოდის

დეკემბერი 9, 2008 - Leave a Response

gegenava_archill__2__318_215706463დეპუტატი არჩილ გეგენავა რძის მომხმარებლების ინფორმირებულობისა და უფლებების დაცვის ინიციატივით გამოდის.
დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციტივა “მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ცხოველური წარმოშობის ნატურალური რძის, ხოლო ცხოველური წარმოშობის რძის პროდუქტების შემთხვევაში, გამოყენებული ნედლეულის შესახებ. იხილეთ დაწვრილებით »

მიმართვა თბილისის მერიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემების თაობაზე

დეკემბერი 7, 2008 - One Response

mdageorgia მიუხედავად იმის რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება საგრძნობლად გაუმჯობესდა,არსებობს რიგი პრობლემები რომლებიც მოქალაქეებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ერთ–ერთ ასეთ პრობლემას: მარჯანიშვილის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობს მხოლოდ #59 ავტობუსი 30–40 წუთის ინტერვალში. მგზავრებს უხდებათ ლოდინი, ბევრი მათგანი ამის შემდეგაც ვერ თავსდება აღნიშნულ “ბოგდანის” ტიპის ავტობუსში. ეს გაუსაძლისი მდგომარეობა რამოდენიმე წელია გრძელდება. მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია გთხოვთ მიიღოთ სასწრაფო ზომები ამ პრობლემის გადასაჭრელად. 

ყაზტრანსგაზი მრიცხველებს მოსახლეობის ხარჯზე ცვლის

ნოემბერი 11, 2008 - Leave a Response

kaztransgaz

ყაზტრანსგაზი  მრიცხველებს მოსახლეობის ხარჯზე ცვლის

ყაზტრანსგაზის მოთხოვნით, მრიცხველის დაზიანების, ან ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წაიღოს მრიცხველი ექსპერტიზაზე (საკუთარი ხარჯებით!). მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეიძინოს ახალი მრიცხველი საკუთარი ხარჯებით იმ შემთხვევაშიც კი თუ დაზიანება არ მომხდარა მისი მიზეზით.

ამ ქმედებით ირღვევა საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ. (თავი–1 მუხლი – 6). იხილეთ დაწვრილებით »

ტელე შოუ “ბედნიერ ზარს” ინფორმაციის შეზღუდვის გზით მაყურებელი განზრახ შეცდომაში შეყავს.

ნოემბერი 3, 2008 - Leave a Response

გადაცემის მსვლელობის დროს მაყურებლისთვის არ არის აფიშირებული ტელე შოუს თამაშის წესები. მაყურებელი თამაშობს მისთვის უცნობი პირობებით და ამის გამო მოტყუებული რჩება.

მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია თვლის რომ აუცილებელია თამაშის მსვლელობის დროს ტელეშოუს წამყვანმა (ასევე ტიტრების მეშვეობით) რამდენჯერმე ნათლად განმარტოს თამაშის პირობები.

არასრული ინფორმაციის მიწოდებით ტელე შოუ “ბედნიერი ზარი” მატერიალურ ზარალს აყენებს მაყურებელს და არღვევს მათ უფლებებს. იხილეთ დაწვრილებით>>>