ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი
კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვისა და პროპაგანდის, აგრეთვე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების,
საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირების გზით.
მუხლი 2
ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მიუხედავად მათი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) შორის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების,
საწოვრებისა და სატყუარების მოხმარების, რეკლამირებისა და გავრცელების, მათი ხარისხის, აგრეთვე მათ შესახებ
ინფორმაციის კონტროლის სფეროში.
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადეკვატური საკვები – ბავშვის ასაკის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესაბამისი საკვები;
ბ) ადრეული ასაკის ბავშვი – ბავშვი 12 თვიდან 3 წლამდე;
გ) ჩვილი – 12 თვემდე ასაკის ბავშვი;
დ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები:
დ.ა) ბავშვთა საკვები ფორმულა ¹1;
დ.ბ) ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვემდე ასაკის ბავშვის კვებისათვის;
დ.გ) ბავშვთა საკვები ფორმულა ¹2;
დ.დ) ბავშვთა დამატებითი საკვები;
ე) ბუნებრივი კვება – ბავშვის კვება ძუძუთი;
ვ) გამსაღებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცალობით ან ბითუმად ასაღებს ბავშვთა ხელოვნური კვების
პროდუქტს, საწოვრიან ბოთლს, საწოვარას, სატყუარას;
ზ) დამატებითი საკვები – ნებისმიერი საკვები, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვეზე მეტი ასაკის
ბავშვის კვებისათვის, როგორც ქალის რძის ან ბავშვთა საკვები ფორმულის დამატება, როცა ამ უკანასკნელთაგან
თითოეული არ არის საკმარისი საკვებზე ბავშვის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, და რომელიც შეიძლება
მომზადდეს საწარმოო ან სახლის პირობებში;
თ) ეტიკეტი – ნებისმიერი დაბეჭდილი ან ამოტვიფრული იარლიყი, ტვიფარი, საფირმო ნიშანი, გრაფიკული ან სხვა
გამოსახულება, რომელიც დაბეჭდილია ან მიკრულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტზე, საწოვრიან ბოთლზე,
საწოვარაზე, სატყუარაზე ანდა მათ შესაფუთ მასალაზე;
ი) ძუძუთი ექსკლუზიური კვება – ჩვილის კვება მხოლოდ ქალის რძით;
კ) ბავშვთა საკვები ფორმულა ¹1 – საკვები ფორმულა ¹1-ის სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით
დამზადებული რძე ანდა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6
თვემდე ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; Page 2

ლ) ბავშვთა საკვები ფორმულა ¹2 – “კოდექს ალიმენტარიუსის” (ჩოდეხ ლიმენტარიუს) ბავშვთა საკვები ფორმულა ¹2-ის
სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებული რძე ანდა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა
პროდუქტი, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვის და მეტი ასაკის ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა
მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
მ) “კოდექს ალიმენტარიუსი” (ჩოდეხ ლიმენტარიუს) – კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტი, დამტკიცებული
საკვების სტანდარტების საერთაშორისო კომისიის მიერ;
ნ) ნიმუში – ბავშვთა კვებისათვის განსაზღვრული ნაწარმის საცალო ან საბითუმო მცირე რაოდენობა, რომელიც გაიცემა
უფასოდ;
ო) სატყუარა – საწოვარა, რომელიც არ გამოიყენება კვების მიზნით.
მუხლი 4
1. სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად აკონტროლებს ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების,
საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების წარმოებას, შენახვას, განაწილებას, ექსპორტს, იმპორტსა და
გამოყენებას, აგრეთვე მათ შესახებ ნებისმიერი ფორმითა და გზით გავრცელებულ ინფორმაციას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს მეძუძური დედების მეთვალყურეობას, აგრეთვე მათთვის ჩვილის ძუძუთი ექსკლუზიური
კვებისათვის და ბუნებრივი კვების 2 წლამდე გახანგრძლივებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მუხლი 5
1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტები, საწოვრიანი ბოთლები,
საწოვრები და სატყუარები ხარისხით, შემადგენლობით, შეფუთვით და გაფორმებით უნდა შეესაბამებოდეს “კოდექს
ალიმენტარიუსის” (ჩოდეხ ლიმენტარიუს) საფუძველზე განსაზღვრულ სტანდარტებს.
2. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებს, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესაფუთ
მასალას უნდა ახლდეს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემული ინფორმაცია
ბუნებრივი კვების უპირატესობის შესახებ.
თავი II
ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების
რეგულირება
მუხლი 6
ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებელსა და
გამსაღებელს, აგრეთვე ბავშვთა კვების საკითხებში კომერციული ინტერესის მქონე სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
ეკრძალებათ:
ა) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების უფასოდ ან
ფასდაკლებით გადაცემა: სამედიცინო საქმიანობის სუბიექტისათვის, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა; ორსული და ჩვილბავშვიანი ქალებისათვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისათვის;
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – მასობრივი ღონისძიების დროს, სანახაობით დაწესებულებაში, ქუჩაში,
სატრანსპორტო საშუალებაში;
ბ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შეთავაზების
(გასაღების, გადაცემის) მიზნით ნებისმიერი კონტაქტის დამყარება ორსულ და ჩვილბავშვიან ქალებთან, აგრეთვე მათი
ოჯახის წევრებთან, უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, წერილობით, ფოსტით ან ტექნიკური (სატელეფონო,
ელექტრონული და სხვა) საშუალების გამოყენებით.
მუხლი 7
აკრძალულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, გარდა დამატებითი საკვებისა, ნებისმიერი სახით რეკლამირება.
მუხლი 8
აკრძალულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, გარდა დამატებითი საკვებისა, საწოვრიანი ბოთლების,
საწოვრებისა და სატყუარების გამოფენის, გამოფენა-გაყიდვის ან საჯარო გაყიდვის (როგორც ცალობით, ისე ბითუმად) Page 3

მოწყობა ანდა გაყიდვა მოკლევადიანი შეღავათებით.
მუხლი 9
სამედიცინო ჟურნალ-გაზეთებსა და სამედიცინო წიგნებში მოთავსებული მასალა ბავშვთა ხელოვნური კვების
პროდუქტების შესახებ უნდა იყოს მხოლოდ სამეცნიერო, ფაქტობრივ მონაცემებზე დამყარებული და უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას ბუნებრივი კვების უპირატესობის შესახებ.
თავი III
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი
მოხმარების ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო
მუხლი 10
1. ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი
ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების კონტროლირებადი მოხმარების მიზნით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტროსთან იქმნება ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების
პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომ _ “საბჭო”), რომელიც
წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს.
2. საბჭოს დებულებას და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
მუხლი 11
1. საბჭო ამზადებს რეკომენდაციებს ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის
განსახორციელებლად.
2. საბჭო მონაწილეობს ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების
კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული პროგრამის შემუშავებაში, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს
საქართველოს პრეზიდენტი.
3. საბჭო უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდებას:
ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, მათი სამედიცინო და სოციალური პარამეტრების
შესახებ;
ბ) ქალის რძით კვების, როგორც ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების იდეალური
საშუალებისა და აუცილებელი პირობის შესახებ;
გ) ჩვილთა ხელოვნური კვების უარყოფითი შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ.
4. საბჭოს უფლება აქვს მოიძიოს ინფორმაცია:
ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი, მოსახლეობისათვის გამიზნული საინფორმაციო,
საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების გამოქვეყნების ფორმისა და გავრცელების შესახებ;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი სახელმძღვანელოების და სხვა
სასწავლო, მეთოდური მასალების გამოცემისა და გავრცელების შესახებ.
5. საბჭო განსაზღვრავს ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის აუცილებლობის სამედიცინო ჩვენებების ნუსხას.
თავი IV
ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალები
მუხლი 12
ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისა და
გამსაღებლის მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების, აგრეთვე ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების,
საწოვრებისა და სატყუარების შესახებ საინფორმაციო მასალის გადაცემა შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვისPage 4

ორგანოებისა და დაწესებულებებისათვის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული და დამტკიცებული
წესების შესაბამისად.
მუხლი 13
ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გამოყენებასთან
დაკავშირებული ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო
მასალა, რომელიც ვრცელდება მოსახლეობაში, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა დაწესებულებებში, უნდა შეიცავდეს
გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემულ ინფორმაციას:
ა) ბუნებრივი კვების სარგებლიანობისა და ხელოვნურ კვებასთან შედარებით მის უპირატესობათა შესახებ, რომელთა
ჩამონათვალს განსაზღვრავს საბჭო;
ბ) ჩვილისათვის – ძუძუთი ექსკლუზიური კვების, ხოლო ადრეული ასაკის ბავშვისათვის – 2 წლამდე ან უფრო დიდხანს,
მოთხოვნილების მიხედვით, ბუნებრივი კვების პროცესის გახანგრძლივების მნიშვნელობის შესახებ;
გ) ძუძუთი ექსკლუზიური კვების დაწყებისა და შენარჩუნების, ბუნებრივი კვების პროცესის გახანგრძლივების პირობებისა
და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ;
დ) ბუნებრივი კვების დროს ამ პროცესის გაგრძელების შესაძლებლობაზე დამატებითი საკვების ნაადრევი გამოყენების
ზეგავლენის შესახებ;
ე) ბუნებრივ კვებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის შემთხვევაში შემდგომში მისი დაწყების ან განახლების სიძნელეების
შესახებ;
ვ) 6 თვის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის დამატებითი საკვების მნიშვნელობის შესახებ;
ზ) დამატებითი საკვების ადგილობრივი ნაწარმით სახლის პირობებში მომზადების შესაძლებლობის შესახებ;
თ) იმ ფინანსური შედეგის შესახებ, რომელსაც იწვევს ბავშვთა ხელოვნური კვების ნაწარმის გამოყენება;
ი) ბავშვთა ჯანმრთელობაზე ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და
სატყუარების არარაციონალური და არასწორი მეთოდებით გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ;
კ) ჩვილთა ჯანმრთელობაზე ხელოვნური საკვების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ;
ლ) ბავშვის ბუნებრივი კვებისათვის დედის კვების მნიშვნელობის შესახებ.
მუხლი 14
ბავშვის კვებისას საწოვრიანი ბოთლის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი
საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალა უნდა შეიცავდეს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და
დასაბუთებულად გადმოცემულ ინფორმაციას:
ა) საწოვრიანი ბოთლის თუნდაც მცირე ხნით გამოყენებისას ბუნებრივი კვების გაძნელების, ზოგ შემთხვევაში კი მისი
გაგრძელების შეუძლებლობის გამომწვევი მიზეზების შესახებ;
ბ) ხელოვნური კვების პროდუქტის სათანადო მომზადებისა და გამოყენების შესახებ;
გ) ბავშვის ჯანმრთელობაზე საწოვრიანი ბოთლის გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის და საკვების არასწორად
მომზადების შედეგების შესახებ;
დ) ბავშვის ჭიქიდან კვების შესაძლებლობისა და მეთოდების შესახებ.
მუხლი 15
2 წლამდე ასაკის ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალებში
დაუშვებელია:
ა) ქალის რძესთან შედარებით ხელოვნური საკვების უპირატესობის ან მათი იდენტურობის დამადასტურებელიPage 5

სამედიცინო პერსონალის გამონათქვამის ანდა სხვა რაიმე გამონათქვამის ან გამოსახულების მოთავსება;
ბ) იმის მტკიცება, რომ ქალის რძე შეიძლება არ იყოს საკმარისი ჩვილისათვის ან ადრეული ასაკის ბავშვისათვის ანდა მას
შეიძლება აკლდეს ბავშვისათვის საჭირო რაიმე ინგრედიენტი.
თავი V
სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების უფლება-მოვალეობები ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის
საქმეში
მუხლი 16
1. ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ჩვილ ბავშვთა დაწესებულებას უფლება აქვს უფასოდ ან შეღავათიან
ფასში მიიღოს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების საჭირო
მარაგი.
2. იმ ბავშვთა ოჯახებს, რომლებიც სამედიცინო ჩვენებებით საჭიროებენ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებს, ამ
პროდუქტების საჭირო რაოდენობა შეიძლება მიეწოდოს უფასოდ ან შეღავათიან ფასში.
მუხლი 17
სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ვალებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა
ბუნებრივ კვებას.
მუხლი 18
1. სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება:
ა) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ბავშვთა ხელოვნური კვების
პროდუქტების ნიმუშის, პარტიის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლის საფირმოემბლემიანი,
სავაჭრონიშნიანი ნებისმიერი საგნის საჩუქრად მიღება;
ბ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისათვის
ან გამსაღებლისათვის ორსული ქალების, აგრეთვე ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა დედების ვინაობისა და
მისამართის გადაცემა;
გ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისაგან ან
გამსაღებლისაგან ფინანსური სახსრების მიღება, თუ ისინი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების,
საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.
2. აკრძალულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების
მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო, პრაქტიკული ან სხვა სახის შეხვედრის
(ყრილობა, კონფერენცია, სესია, სიმპოზიუმი და სხვა), მივლინების, სტაჟირების, უწყვეტი სამედიცინო განათლების,
აგრეთვე სამედიცინო ასოციაციის საქმიანობის სპონსორობა, თუ იგი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების
პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.
მუხლი 19
სამედიცინო დაწესებულებაში დაუშვებელია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების,
საწოვრებისა და სატყუარების სარეკლამო, საინფორმაციო და სასწავლო მასალების გამოკვრა, აგრეთვე ისეთი საგნის
გამოყენება ან განთავსება, რომელსაც თან ახლავს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლის ან
გამსაღებლის საფირმო ან სხვა ნიშანი, მისი სახელწოდება ან გამოსახულება.
თავი VI
ბავშვთა ხელოვნური კვების ნაწარმის ეტიკეტი
მუხლი 20
ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების ეტიკეტზე ასახულიPage 6

ინფორმაცია არ უნდა აკნინებდეს ბუნებრივი კვების მნიშვნელობას.
მუხლი 21
1. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და იოლად გასაგებად
უნდა აისახოს:
ა) საკვების მომზადების წესი და მიღების რეჟიმი;
ბ) მომზადებული საკვების ნარჩენის ბავშვის საკვებად ხელმეორედ გამოყენების დაუშვებლობა;
გ) სიტყვებით და ციფრებით გამოხატული ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვისათვის შეიძლება ამ პროდუქტის მიღება;
დ) პროდუქტის შემადგენლობა და კვებითი ღირებულება;
ე) პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული კომპონენტები;
ვ) პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები;
ზ) პროდუქტის ვარგისიანობის ვადა განსხვავებულ კლიმატურ და შენახვის პირობებში;
თ) პროდუქტის პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი.
2. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ეტიკეტზე, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების
შესაფუთი მასალის ეტიკეტზე მთავრული ასოებით უნდა აღინიშნოს შემდეგი წინადადებები:
ა) “ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია”;
ბ) “ყურადღება! თქვენი ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს; ზუსტად დაიცავით
საკვების გამოყენებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება”.
მუხლი 22
აკრძალულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტის ეტიკეტზე:
ა) ისეთი გამონათქვამის გამოყენება, რომელიც ადასტურებს ხელოვნური საკვების იდენტურობას ან მსგავსებას ქალის
რძესთან;
ბ) ჩვილის ან სხვა გამოსახულების განთავსება, რომელიც ხელოვნური კვების ღირსებებზე მიანიშნებს.
მუხლი 23
1. საწოვრიანი ბოთლისა და საწოვარას შესაფუთი მასალის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და
იოლად გასაგებად უნდა აისახოს მათი სწორად გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაცია.
2. საწოვრიანი ბოთლისა და საწოვარას შესაფუთი მასალის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს:
ა) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაცია;
ბ) სიტყვიერი ან/და დასურათებული ინსტრუქცია ბოთლისა და საწოვარას რეცხვისა და სტერილიზაციის შესახებ;
გ) ბოთლისა და საწოვარას მწარმოებლის ან გამსაღებლის სახელწოდება და მისამართი.
მუხლი 24
სატყუარას შესაფუთი მასალის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს:
ა) ამ კანონის 23-ე მუხლში მითითებული ინფორმაცია; Page 7

ბ) მთავრული ასოებით აღნიშნული წინადადება: “ყურადღება! სატყუარას გამოყენება ხელს შეუშლის ბუნებრივ კვებას”.
მუხლი 25
1. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული წარწერის შრიფტის ფერი მკაფიოდ უნდა
გამოირჩეოდეს ფონისგან, ხოლო ზომა არ უნდა იყოს 5 მილიმეტრზე ნაკლები.
2. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული წარწერის შრიფტის ზომა არ უნდა იყოს 2
მილიმეტრზე ნაკლები.
მუხლი 26
საქართველოში ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების
იმპორტი და გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ეტიკეტი შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 27
ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების ეტიკეტზე ინფორმაცია
მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
თავი VII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 28
ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბჭო შეიქმნას კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
მუხლი 29
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ საბჭოს შექმნიდან 3 თვის ვადაში, მისი რეკომენდაციების
საფუძველზე შეიმუშაოს ბავშვთა ხელოვნური კვებისა და საკვების შესახებ საინფორმაციო, საგანმანათლებლო და
სასწავლო მასალების გავრცელების წესი.
მუხლი 30
ამ კანონის VI თავი ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ.
თავი VIII
დასკვნითი დებულება
მუხლი 31
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 1999 წლის 9 სექტემბერი.
2380–Iს

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: