პარლამენტარი გიორგი გოგუაძე საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდის. “მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა ‘’ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს,“ ქვეყანას არ გააჩნია ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მექანიზმი, ანუ საამისოდ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ამის გამო დღემდე ქვეყანაში ისეთივე წარმატების შემოდის და რეალიზდება გენმოდიფიცირებული [...]
Archive for the ‘სიახლეები’ Category
გოგუაძე საქართველოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას ითხოვს
March 30, 2009
ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას უმოქმედებაში ადანაშაულებენ. გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი?
March 20, 2009
გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი და რას უკავშირდება ,,ყაზტრანსგაზ-თბილისში“ შექმნილი პრობლემები? გაზგამანაწილებელ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით მსჯელობა არ წყდება და მომხდარს ხელისუფლების შემდეგ უკვე ექსპერტულ წრეებშიც აფასებენ. ის, რაც “ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით ხდება, ექსპერთა შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის უსუსური მუშაობის შედეგია. დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც საქართველოს პირობებში ძალიან მაღალი სახელფასო განაკვეთი აქვს, [...]
“რომპეტროლმა“ აქცია “ერთი უდრის ერთს“ გამართა
March 18, 2009
“რომპეტროლ–საქართველომ“ საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით პიარ აქცია “ერთი უდრის ერთს” გამართა. აქციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებში მომხმარებელს არ ატყუებენ და ის გარანტირებულად იღებს ზუსტი რაოდენობის ბენზინს. “ჩვენი მიზანია, მომხმარებლის ინტერესების დაცვა, გვსურს რომ ის მუდმივად კმაყოფილი იყოს ჩვენი მომსახურებით”–აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი დან ვოიკუ. დღეისათვის ტრანსნაციონალურ კომპანია „რომპეტროლ–საქართველოს“ [...]
დღეიდან საწვავის კონტროლი მკაცრდება
March 7, 2009
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი, დღეიდან საწვავის ფასებსა და ხარისხზე მონიტორინგს გაამკაცრებს. როგორც რადიო ,,კომერსანტს“ კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განუცხდა, ბენზინგასამართი სადგურების გარკვეულ ნაწილს საწვავის რაოდენობასთან დაკავშირებით, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და უხარისხო საწვავსაც ჰყიდის. ,,მსგავი ფაქტები ძირითადათ ქალაქგარეთ მდებარე ნაკლებად ცნობილ ან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე ხდება, რომლებიც საწვავს არალეგარული გზებით, [...]
“თელასი” “სახალხო ბანკთან” ურთიერთობას წყვეტს
February 10, 2009
“თელასის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კომპანია სს “სახალხო ბანკთან” ურთიერთობას წყვეტს და საკუთარ ანგარიშებს ხურავს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “თელასიდან” აცნობეს, ელექტროენერგიის დავალიანების მქონე კომპანიის მომხმარებლები ბოლო ხანს გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას გადასახადის გადახდის მიუხედავად ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო. აღნიშნული შემთხვევები გამოწვეული იყო მომხმარებელების მიერ გადახდილი თანხების კომპანიის ანგარიშებზე დაგვიანებით ასახვით, – აცხადებენ “თელასში”.
საქართველოში სომხური წარმოების უხარისხო ყავა იყიდება
February 7, 2009
სომხურ ყავასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური გრძელდება. საქართველოში სომხური წარმოების ჯანმრთელობისთვის მავნე ყავა იყიდება. ამის შესახებ მორიგი განცხადება საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ 12 დასახელების ყავა ლაბორატორიოულად გამოიკვლია. როგორც გაირკვა, “ბრაზილიერო“, “რიო არმენია“, “რიო გრანდე“, “სტიმულვეი“ და “როიალ ბრაზილიერო“ ყველა დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. “ბურნუკი“ და “რეალი“ ფალსიფიცირებულია, თუმცა, ჯანმრთელობისთვის მავნებელი [...]
დეპუტატი არჩილ გეგენავა რძის მომხმარებლების უფლებათა დაცვის ინიციატივით გამოდის
December 9, 2008
დეპუტატი არჩილ გეგენავა რძის მომხმარებლების ინფორმირებულობისა და უფლებების დაცვის ინიციატივით გამოდის. დეპუტატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციტივა “მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ცხოველური წარმოშობის ნატურალური რძის, ხოლო ცხოველური წარმოშობის რძის პროდუქტების შემთხვევაში, გამოყენებული ნედლეულის შესახებ.