Archive for the ‘განცხადებები’ Category

ქართულ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პურის ფქვილი შემოდის
April 24, 2009

გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს „საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაც“. როგორც რადიო „კომერსანტს“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ არკადი მექერიშვილმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული პურის ფქვილი შემოდის. მისი ინფორმაციით, იმპორტირებული ფქვილის დიდი ნაწილი ხარისხის შესანარჩუნებლად გენომიფიცირებული მინარევებითაა გაჯერებული, ბაზარზე დაბალი ფასით არის წარმოდგენილი, მომხმარებელიც ბევრი ყავს და ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა ფქვილს დიდ კონკურენციას უწევს. ,,ქართულ ბაზარს [...]

პარლამენტი მზადაა, საქართველო გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადოს
April 5, 2009

ზურაბ ტყემალაძე: “პარადოქსია, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მავნე პროდუქციაზე იაფი ღირს“ პარლამენტარ გიორგი გოგუაძის ინიციატივას საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებისა და ამგვარი პროდუქციის სავალდებულო მარკირების შესახებ , როგორც ჩანს, კონკურენტები არ ეყოლება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ. ინიციატივას მხარდამჭერები ბიზნესმენთა წრეებშიც ჰყავს. პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გოგუაძის ინიციატივას [...]

მომხმარებელთა პერმანენტული უკმაყოფილება “09″–ის მიმართ
February 12, 2009

ბოლო 2 წლის განმავლობაში პერმანენტულად გამოიხატება მომხმარებელთა მასიური უკმაყოფილება “საინფორმაციო სამსახური 09″ მომსახურეობის მიმართ. მომხმარებლები ან არ აღიარებენ მათზე დარიცხულ გადასახადს, ანდა პრეტენზიას გამოთქვამენ მიღებული ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლებელია არსებობდეს ტექნიკური წუნის გარკვეული რაოდენობა, ასევე კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციაც შეიძლება მოძველდეს და შეცდომა გაიპაროს, მაგრამ კომპანიის გაუმართავი მუშაობით მომხმარებელი არ უნდა ზარალდებოდეს.

მიმართვა თბილისის მერიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული პრობლემების თაობაზე
December 7, 2008

მიუხედავად იმის რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება საგრძნობლად გაუმჯობესდა,არსებობს რიგი პრობლემები რომლებიც მოქალაქეებს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ერთ–ერთ ასეთ პრობლემას: მარჯანიშვილის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობს მხოლოდ #59 ავტობუსი 30–40 წუთის ინტერვალში. მგზავრებს უხდებათ ლოდინი, ბევრი მათგანი ამის შემდეგაც ვერ თავსდება აღნიშნულ “ბოგდანის” ტიპის ავტობუსში. ეს გაუსაძლისი მდგომარეობა რამოდენიმე წელია [...]

ყაზტრანსგაზი მრიცხველებს მოსახლეობის ხარჯზე ცვლის
November 11, 2008

ყაზტრანსგაზი  მრიცხველებს მოსახლეობის ხარჯზე ცვლის ყაზტრანსგაზის მოთხოვნით, მრიცხველის დაზიანების, ან ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წაიღოს მრიცხველი ექსპერტიზაზე (საკუთარი ხარჯებით!). მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეიძინოს ახალი მრიცხველი საკუთარი ხარჯებით იმ შემთხვევაშიც კი თუ დაზიანება არ მომხდარა მისი მიზეზით. ამ ქმედებით ირღვევა საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ. (თავი–1 მუხლი – 6).

ტელე შოუ “ბედნიერ ზარს” ინფორმაციის შეზღუდვის გზით მაყურებელი განზრახ შეცდომაში შეყავს.
November 3, 2008

გადაცემის მსვლელობის დროს მაყურებლისთვის არ არის აფიშირებული ტელე შოუს თამაშის წესები. მაყურებელი თამაშობს მისთვის უცნობი პირობებით და ამის გამო მოტყუებული რჩება. მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია თვლის რომ აუცილებელია თამაშის მსვლელობის დროს ტელეშოუს წამყვანმა (ასევე ტიტრების მეშვეობით) რამდენჯერმე ნათლად განმარტოს თამაშის პირობები. არასრული ინფორმაციის მიწოდებით ტელე შოუ “ბედნიერი ზარი” მატერიალურ ზარალს აყენებს მაყურებელს და არღვევს მათ უფლებებს.

მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია “საინფორმაციო სამსახურს 09″ მომხმარებლისთვის მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზე გადასახადის დაკისრებაში ადანაშაულებს.
October 30, 2008

ჩვენი ინფორმაციით ხშირია შემთხვევები როდესაც “საინფორმაციო სამსახური 09″ ავრცელებს მოძველებულ, არასწორ ინფორმაციებს (კერძოდ ტელეფონის ნომრებს, მისამართებს) და ამ უხარისხო ინფორმაციითვის მომხმარებლებს აკისრებს გადასახადს, მიუხედავად დადასტურდება ინფორმაციის სისწორე თუ არა. მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია მოუწოდებს “საინფორმაციო სამსახურს 09″ გადაამოწმოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და ასეთის არსებობის შემთხვევაში არ დააკისროს მომხმარებელს გადასახადი.

მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია “გაერთიანებული ტელეკომის” რეკლამას არაკეთილსინდისიერად და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს.
October 30, 2008

“გაერთიანებული ტელეკომის” ბოლო რეკლამაში ნახსენებია რომ მომხმარებლები რომლებიც 1 ნოემბრამდე ჩაერთვებიან მის ინტერნეტ ქსელში სთავაზობს ერთ თვიან უფასო მომსახურებას. სინამდვილეში უფასო მომსახურების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის აბონენეტებს. კერძოდ მხოლოდ 45 ლარიანი პაკეტის მფლობელ აბონენტებს, ხოლო 80, 112 ლარიანი პაკეტის და ზევით ჩართულ აბონენტებს არ ეძლევათ ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება, რაც არ იყო რეკლამაში აღნიშნული. მომხმარებელთა [...]

მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო მოსაკრებლის დარიცხვას უსამართლოდ მიიჩნევს.
October 29, 2008

ამა წლის 9 ივლისიდან კომუნალური გადასახადების გადახდისას ბანკების ფილიალებიდან “სს თელასის” აბონენტებს ერიცხებათ მომსახურეობის საკომისიო გადასახადი 0.5 ლარის ოდენობით. გადახდის უფასო პუნქტების არ არსებობის გამო მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური დაფაროს ტარიფზე დარიცხული საკომისოს გარეშე. ელ. ენერგისს ტარიფში ასახულია ყველა ის დანახარჯი რაც მომხმარებლისთვის სავალდებულოა, ხოლო სხვა რაიმე მოსაკრებლის დარიცხვა მომხმარებელზე გაუმართლებელია. [...]

“კომუნიზმი” ქართულ ენერგეტიკაში,
October 25, 2008

“თიბისის”  მიერ ერთხელ ნაყიდი “კახეთის ენერგოდისტრიბუცია”, არ (თუ ვერ) იყიდება საქართველოში კომუნალური აღარაფერი დარჩა, გარდა მრიცხველებისა. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს, სემეკი კომუნალურ მრიცხველებს, მაინც ვერ ელევა. ვიდრე იგი თავს იმართლებს, მეზობლებმა ლამის ერთმანეთი დახოცონ, იმის გარკვევაში, ვინ მეტი ელექტროენერგია მოიხმარა. სახელწიფოს არგუმენტი ასეთია _ გვიჭირს, ბატონო და ცოტა გვაცედეთო! თუკი სემეკ-ის 3 ოქტომბრის [...]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.