ჩვენს შესახებ

მდასაქართველოს მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია

არის  არასამთავრობო ორგანიზაცია რომლის მიზანია დაიცვას საქრთველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებები.

ასოციაციის დამფუძნებლები არიან: თეა კახიანი. ნიკა გელაშვილი. თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თეა კახიანი. ასოციაციის წესდებით ერთი წლის ვადაში გამგეობის მიერ აირჩევა ახალი თავმჯდომარე 4 წლის ვადით.

თუ თქვენ თვლით, რომ ირღვევა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები,  ან ფლობთ ასეთ ინფორმაციას, რომელიც ხორციელდება სხვა მომხმარებლის მიმართ  გვაცნობეთ –  ერთად დავიცვათ ჩვენი სამართლიანი უფლებები.

ჩვენი მისამართია  ქ.თბილისი მოსაშვილის ქ.  #9.

ტელ.  893355932.  899115058.  

mdageorgia-mail@yahoo.com

მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის მრჩეველთა საბჭო

მომხმარებელთა დაცვის ასოციაცია მრჩეველთა საბჭოს წევრებად იწვევს წამყვან ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც თავიანთ სფეროში გამოირჩევიან მომხმარებელთა მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების სურვილით.

ჩვენ ვთვლით რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, უნდა გამოსწორდეს სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით.

დღეისათვის დაუხვეწავი კანონმდებლობისა და სამომხმარებლო ბაზარზე მომრავლებული უპასუხისმგებლო კომპანიების პირობებში, გამოსავლად გვესახება მაღალი სტანდარტების, კეთილსინდისიერ კომპანიებთან თანამშრომლობის გზით დავსახოთ და განვახორციელოთ ის რეალური ქმედებები რომელიც ხელს შეუწყობს:

• მომხმარებლის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას;

• მომხმარებლის ეკონომიკური ინტერესების დაცვას;

• რჩევას, დახმარებასა და კომპენსაციას.

• მომხმარებლის ინფორმირებულობასა და განათლებას.

• მომხმარებლის “მოსმენას” და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

გთხოვთ გახდეთ მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, რათა ერთობლივად დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები საქართველოში.

ასოციაციის თავმჯდომარე

თეა კახიანი

11.12.08

6 Responses

  1. გამარჯობათ,

    მოგახსენებთ , რომ ახმეტელის მეტროსთან მდებარე აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქტის ყიდვისას უკან მომეპარა ძაღლი და დამკბინა. აღნიშნულ ბაზარში არაერთხელ მინახავს როგორ დარბოდნენ დახლებს შორის ძაღლები და ყოველთვის ვცდილობდი თავი ამერიდებინა.ახლა იძულებული ვარ აცრები ვიკეთო. დავრეკე უპატრონო ძაღლებზე მომუშავე სამსახურში (ტელ 343730) და მითხრეს, რომ აღნიშნულ ბაზარში იყვნენ მისულები ძაღლების წამოსაყვანად, მაგრამ თურმე სულ ყვირილი და წყევლა დაუწყიათ და ძაღლების დაჭერის უფლება არ მისცეს. ეგ ბაზრის შინაური ძაღლებიაო. და ასეთი ,,შინაური’’ ძაღლი მომეპარა და დამკბინა.
    ბაზრის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო მომხმარებლისთვის შეექმნა ისეთი მომსახურების პირობები, რომ არ ყოფილიყო ძაღლის თუ სხვა ცხოველისგან დაკბენის საშიშროება და მომხმარებლი არ დაეყენებინა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ.
    გარდა იმისა,რომ მიწევს აცრების გაკეთება იძულებული ვარ დიეტა დავიცვა და მთელი ერთი წლის მანძილზე (დაავადებას შეუძლია ერთი წლის მანძილზე გამოვლინდეს, აცრა არ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას)შიშის ქვეშ ცხოვრება, რომ დაავადება არ გამოვლინდეს.
    შეგიძლიათ თუ არა მომაწოდოთ ინფორმაცია ბაზრის ხელმძღვანელობამ დაარღვია თუ არა ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლება და მაქვს თუ არა უფლება მივითხოვო მათგან მკურნალობის და მორალური ზიანის ანაზღაურება.

    პატივისცემით,მზია

  2. ეს საიტი და ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს?

  3. თუ შეიძლება, შეგეკითხებით:

    შევიძინე პარკეტი 93 კვმ. (მუხის, 1 კვმ 76 ლარი). დაგების შემდეგ, რამდენიმე დღეში, თითოეულმა ფიცარმა დაიწყო დახეთქვა. მაღაზიის მეპატრონე ფულის დაბრუნებზე უარს გვეუბნება. მოგვიყვანა მომწოდებელი, რომელიც გვთავაზობს დაზიანებულების გამოცვლას და თავისი ხარჯით დაგებას, თუმცა გარანტიას ვერ გვაძლევს, რომ დარჩენილი ძველი ფიცრები კვლავ არ გააგრძელებს დახეთქვას. რემონტიც და იატაკის დაგებაც უკვე 3 თვეა დავამთავრეთ, მაგრამ ბინაში ამ პარკეტის გამო ვერ შევდივართ,

    ძალიან გთხოვთ, გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ.

    წინასწარ გმადლობთ,
    პატივისცემით
    ნესტან თათარაშვილი
    ტელ: 33 72 35: 899 562 453

  4. ზდფსგბ

  5. gtxovt.gvitxrat.rogor.sheizleba.tkventa

    hemi.sakontakto.telefonia.23-93-34.

    n.movide.

  6. გამარჯობათ პატივცემულო, ჩვენი დიდ გასაჭირში ავღმოჩნდით კომპანია ვესტელის ხელში, ძალიან უპასუხისმგებლო და არაკომპიტენტური აღმოჩნდა მათი მომსახურეობა.სარეცხი მანქანა ვილმა 800 ტ,რომელსაც საგარანტიო ტალონი მოყვა, მოხმარებიდან 5 ჯერ გვქონდა დანარეკი ვესტელის ოფისში 2357032,სადაც კულტურულად თავს არიდებდნენ ჩვენთან გამისვლაზე.ბოლოს 30/11/2011 მობრძანდნენ და ნაწილები წაიღეს,1 თვემდე მაქსიმუმ დასჭირდებაო.მაგრამ დღესაც 25/01/2012 ჯერკიდევ არაფერი მოუტანიათ და როდესაც მანდ ვრეკავთ ან მივდივართ ბოდიშებით გვისტუმრებენ.ამ ბოლო დროს საერთოდ ტელეფონზე აღარ პასუხობენ. ზამთარში კიდევ მოგეხსენებათ ცივი წყლით ძნელია რეცხვა. როგორ მოვიქცეთ?ვის ვთხოვოთ დახმარება? 153 მუხლით გვეკუთნის თუ არა ახალი სარეცხი მანქანა ან რა უნდა გავაკეთოთ? პატივისცემით მარიამ ბელოუსოვი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.