გოგუაძე საქართველოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას ითხოვს

goguadzeპარლამენტარი გიორგი გოგუაძე საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

“მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით საქართველო შეუერთდა ‘’ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს,“ ქვეყანას არ გააჩნია ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მექანიზმი, ანუ საამისოდ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ამის გამო დღემდე ქვეყანაში ისეთივე წარმატების შემოდის და რეალიზდება გენმოდიფიცირებული პროდუქცია თუ სათესლე მასალა, როგორც ნატურალური. არადა, მომხმარებლის უფლებაა, იცოდეს, რას და როგორი ხარისხის პროდუქტს ყიდულობს. გარდა ამისა, უკონტროლო სისტემის მეშვეობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ერთხელ შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე, ხოლო მეცხოველეობაში საკვებად გამოყენებისას, გმო–ს შემცველი მარცვლეული დაფქვისას ერევა მისგან თავისუფალ ფურაჟს,“ – აღნიშნავს გოგუაძე.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შედეგად სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული ამგვარი პროდუქტების უკონტროლოდ ხმარებისგან.

commersant.ge

http://www.comersant.ge/index.php?pg=nt&id=6279&ct=17

There are no comments on this post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.