მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის კონგრესში გამოსვლის წლისთავზე აღინიშნება. 1961 წელს სიტყვით გამოსვლისას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის ოთხი ძირითადი უფლება: უსაფრთხოების უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, არჩევანის უფლება და უფლება, გაეგონათ მისი ხმა.
მოგვიანებით ამ უფლებებს კიდევ ოთხი მიემატა: ზარალის ანაზღაურების უფლება, სამომხმარებლო განათლების მიღების უფლება, საბაზო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უფლება და ჯანსაღი გარემოს უფლება. 1983 წელს 15 მარტი საზეიმო თარიღების საერთაშორისო კალენდარში ჩაიწერა, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღე.
14/03/2008 12:55თბილისი, 14 მარტი /ახალი ამბები – საქართველო, მელსიდა აკოფიანი/.